Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2021-02-09
Beginning 18:00 HR
Address online

9 თებერვალს, 18:00 საათზე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა „უსაფრთხო ინტერნეტის დღეს“ (Safer Internet Day) აღნიშნავს.

ღონისძიების აღწერა: მრგვალი მაგიდის ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ უსაფრთხო ინტერნეტის თემაზე, საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ინტერნეტიდან მომავალ საფრთხეებზე და მათი თავიდან აცილების გზებზე, მედიაწიგნიერებასა და კიბერბულინგზე.

მოწვეული სპიკერები:
სანდრო ქარუმიძე - კომუნიკაციის კომისიის ტექნოლოგიების და სპექტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
თემა: ინტერნეტიდან მომავალი საფრთხეები ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
თამარ გაგოშიძე - პროფესორი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა დეკანი;
თემა: კიბერბულინგი.
ნინი შენგელია - მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენელი; მედია სამართლის სპეციალისტი;
თემა: უსაფრთხო ინტერნეტი და მედიაწიგნიერების განვითარება საქართველოში.

Related events