Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2020-12-18
Beginning 16:00 HR
Address Zoom Meeting ID: 207 563 6887; Passcode: 108614

18 დეკემბერს, 16:00 საათზე, კავკასიოლოგიის ინსტიტუტი მართავს შეხვედრას, მიძღვნილს პროფესორ მიხეილ ქურდიანისადმი.
მთავარი თემა: მიხეილ ქურდიანი - იბერიულ-კავკასურ ენათა მკვლევარი.
შეხვედრა გაიმართება ზუმ-პლატფორმაზე
მიხეილ ქურდიანი გახლდათ თანამედროვე ზოგადი და იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების, ქართული კავკასიოლოგიური სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2000), საქართველოს საპატრიარქოს გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1995) და პრეზიდენტი (2007 წლიდან 2010 წლამდე); არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების გამგე; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი (2010 წლამდე), 2003 წლიდან სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი, მწერალთა კავშირის წევრი 1992 წლიდან.
მიხეილ ქურდიანის სამეცნიერო ინტერესების ძირითადი სფეროებია: ზოგადი ენათმეცნიერება, კომპარატივისტიკა, გრამატოლოგია, იბერიულკავკასიური ენები, ეთნოლინგვისტიკა, ლიტერატურის თეორია, ლექსთმცოდნეობა.
სამეცნიერო შრომების რაოდენობა 295 (მათ შორის _ 3 მონოგრაფია).
მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ზოგადი ანუ თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერების განვითარების საქმეში.
მეცნიერ მიხეილ ქურდიანის კვლევის პრიორიტეტები დაკავშირებულია საქართველოში და, საზოგადოდ, ენათმეცნიერებაში ისეთი კარდინალური და გაჭიანურებული საკითხის გადაწყვეტასთან, როგორიცაა ქართველური და მთის კავკასიური ენების ნათესაობის დამტკიცებასთან მკაცრი და ვერიფიცირებული მეთოდების გამოყენებით.
იგი აწარმოებდა საერთაშორისო კონტაქტებით ნაკარნახევ კვლევებს, იყო არაერთი სამეცნიერო ფორუმის მონაწილე და თავადაც თვლიდა, რომ ნებისმიერი ლინგვისტური ინსტიტუციის არსებობას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ამბიცია, იყოს იდეათა გენერატორი და დისკურსანტი საერთაშორისო მასშტაბით და მოიხვეჭს ძალებს ამ ამბიციების რეალიზაციისათვის.

Join Zoom Meeting
Meeting ID: 207 563 6887
Passcode: 108614

Related events