ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის, ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის, AUF-ის (ფრანკოფონის საუნივერსიტეტო სააგენტო) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით გაიმართება ტრენინგი თემაზე „მონაცემები + კონტენტის წარმოება = ოქროს? არა, - ბრილიანტს“
ტრენინგის მიზნები:
დაეხმაროს მსმენელს შეიცნოს, როგორ მზადდება სარეკლამო რგოლი;
რა ტიპის საკომუნიკაციო არხები არსებობს;
როგორ ავაწყოთ კამპანია წარმატებულად.
5 საათის განმავლობაში მსმენელებს მოუწევთ გაერკვნენ შემდეგ პუნქტებში:
მომხმარებლის ანალიზი და სტრატეგიული კომუნიკაციის შემუშავება; სარეკლამო რგოლის ან კამპანიის დაგეგმვა/წარმოების პროცესი; კამპანიის მომზადება და ტექნიკური გამართვა; შედეგების ანალიზი; კანონი, ტექნოლოგია და ინტერენტის მოხმარების ჩვევები. აღმოაჩინეთ თქვენი ცოდნის „ტაძარი“ , თქვენი ღირებულებები და შესაძლებლობები.
ტრენერი:
ბექა ქვარცხავა - კრეატიული დირექტორი
ღონისძიება გაიმართება პროგრამა zoom-ში: https://us02web.zoom.us/j/85099210529
zoom-ში შემოსვლამდე გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.