"ქართული კინოს სახვითი სტილის ელემენტი: თბილისის ისტორიული ადგილები"
21 ოქტომბერს, 13:00 საათზე კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით გუჯაბიძე წაიკითხავენ საჯარო ლექციას თემაზე "ქართული კინოს სახვითი სტილის ელემენტი: თბილისის ისტორიული ადგილები".
23 ოქტომბერს, 15:00 საათზე რეჟისორი, პროდიუსერი თინათინ ყაჯრიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას - "თანამედროვე თბილისი - ახალგაზრდა რეჟისორების შემოქმედებითი წარმოსახვის წყარო".
25 ოქტომბერს, 13:00 საათზე კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი წაიკითხავს საჯარო ლექციას - "ძველი და ახალი თბილისი ქართველ რეჟისორთა შემოქმედებაში".
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.