Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2020-03-02
Beginning 13:00 HR
Address მისამართი: იჭავჭავაძის გამზირი N1, თსუ 1 კორპ., 202-ე აუდიტორია.

2 მარტს, 13:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის, ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა - 2020, დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. 

შეჯამდება პროექტის შედეგები, გაიმართება მონაწილეთა საუკეთესო ნამუშევრების პრეზენტაცია. სეზონური სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები. გამორჩეული ნაშრომების ავტორებს „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია“ დააჯილდოებს ცნობილი ქართველოლოგის ჰაინც ფენრიხის სახელობის ფულადი პრემიით.პროექტი ხორციელდება „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის“, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და თსუ სტუდენტური პროექტების გრანტის დაფინანსებით.

26 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით კონკურსის შედეგად შერჩეულმა მონაწილეებმა უცხოეთიდან (დიდი ბრიტანეთი, ავსტრია), საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან (თსუ; ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; წმ. ანდრია პირველწოდების სახელობის ქართული უნივერსიტეტი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და სკოლებიდან (ქ. რუსთავის #13 საჯარო სკოლა; თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია) 6 დღის განმავლობაში საშაულება ჰქონდათ მოესმინათ თსუ-სა და სხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორების ლექციები. 

პროექტის ხელმძღვანელია ელგუჯა ხინთიბიძე, კოორდინატორები: თამარ მელიქიძე, ირმა მაკარაძე, სოფიო გულიაშვილი. პროექტის მოდერატორები: ელგუჯა ხინთიბიძე, დარეჯან თვალთვაძე, თამარ პაიჭაძე.

Related events