Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2020-02-11
Beginning HR
Address
11 თებერვალს, 17.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება 1988 წელს გამოცემული წიგნის, „თბილისის უნივერსიტეტის მოკლე ისტორია“ ახლებური ვერსიის პრეზენტაცია. სერგო ჯორბენაძის წიგნში, რომელიც უნივერსიტეტის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა, ასახულია  ისტორიული პერიოდი დაწყებული 1917 წლიდან, გაგრძელებული უნივერსიტეტის დაარსებით, პირველი საჯარო ლექციით, სხვადასხვა ფაკულტეტების შექმნითა და დასრულებული ყველა იმ აქტივობით, რომლითაც ასწლოვანი უნივერსიტეტი წლების მანძილზე იწონებდა თავს.
„თბილისის უნივერსიტეტის მოკლე ისტორიის“ ახლებური ვერსია უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა და მისი რედაქტორები არიან სერგი ჯორბენაძე და დიმიტრი გეგენავა.
პრეზენტაციაზე წიგნი დარიგდება უსასყიდლოდ. პრეზენტაციის შემდეგ მისი გავრცელდება ელექტრონული სახითაც. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია


Related events