Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2020-01-23
Beginning HR
Address
23 იანვარს, 13:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 120-ზე მეტი ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენელს უმასპინძლებს. ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ისტორიაში პირველად, ასოციაციის წარმომადგენლები შეხვედრას ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში მართავენ. 
ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე დაესწრება. შეხვედრაზე  სადოქტორო განათლებაში არსებულ ევროპულ ტენდენციებზე, სამომავლო გამოწვევებსა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარების გზებზე იმსჯელებენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო განათლების შესახებ სემინარებსა და ვორქშოფებს ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში გამართავენ.  
EUA-CDE წლიური შეხვედრა დოქტორანტურის საფეხურზე სწავლების ყველაზე მასშტაბური და ყოვლისმომცველი ევროპული შეკრებაა, რომელიც დოქტორანტურაში მიმდინარე ტენდენციებს და მოსალოდნელ პროცესებთან დაკავშირებულ პრაქტიკულ თანამშრომლობას ითვალისწინებს. ეს არის ახალი პარტნიორობისა და ევროპული გამოცდილების გაზიარების კიდევ ერთი შესაძლებლობა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი.

Related events