Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2020-01-20
Beginning HR
Address
20 იანვარს, 18.300 საათზე,  "თსუ დესპანებთან" შეხვედრა გაიმართება, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე დაესწრება. 
"თსუ დესპანი" საბავშვო უნივერსიტეტის პროექტია, რომლის  მიზანია ნებისმიერი საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტმა მშობლიური სკოლის მოსწავლეებს გააცნოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტური ცხოვრება.

პროექტი 8 წელია ხორციელდება. მიმდინარე წელს პროექტის ისტორიაში პირველად საბავშვო უნივერსიტეტთან ერთად პროექტის განხორციელებაში აქტიურად იქნება ჩართული სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი.
დესპანებს, რომლებიც პროექტით განსაზღვრულ ვადებში ჩაატარებენ სკოლებში პრეზენტაციას, შესაძლებლობა ექნებათ სრულიად უფასონ გაიარონ ტრენინგები და სასერტიფიკატო კურსები შემდეგ თემებზე: ეფექტური კომუნიკაცია და თვითპრეზენტაციის უნარები; გუნდური მუშაობა და პრობლემის გადაჭრა. 
   
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპ. აუდიტორია 115. 

Related events