Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2019-12-26
Beginning HR
Address
26 დეკემბერს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პრეზენტაცია: „ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით (კომენტარი)“. 
კომენტარის ავტორები არიან: ირაკლი დვალიძე (რედ.),  სამართლის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ლევან ხარანაული, სამართლის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, გიორგი თუმანიშვილი, სამართლის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კახა წიქარიშვილი, გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ექსპერტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.  

კომენტარი დაწერილია საინიციატივო ჯგუფის მიერ,  „ღია საზოგადოების ფონდიდან“ მიღებული გრანტის ფარგლებში.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ პირველი  კორპუსი, აუდიტორია N 006.

Related events