Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2019-12-07
Beginning HR
Address
7 დეკემბერს, 18.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "იურიდიული კვლევის ცენტრი" ატარებს საჯარო ლექციას თემაზე - პოლიტიკისა და სამართლის აქტუალური საკითხები. 
ლექციას გაუძღვება ამავე ორგანიზაციის დირექტორი თეიმურაზ მალანია.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება საკითხები: საარჩევნო ხმის უფლება, გავლენა ბიუროკრატიაზე, ადამიანის უფლებების დარღვევები, კვლევა პოლიტიკაში მოგებულთა და წაგებულთა შესახებ, ამერიკის საგარეო საქმეებში ჩართულობა და საზოგადოებრივი მხარდაჭერა, საარჩევნო სისტემები და სხვა. 
შეხვედრაზე წარმოდგენილნი იქნებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორები, მკვლევრები, პრაქტიკოსი იურისტები და საჯარო სფეროს წარმომადგენლები.
საჯარო ლექცია ტარდება თსუ იურიდიული ფაკულტეტის მხარდაჭერით.
დასწრება თავისუფალია.

მისამართი : ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 317-ე აუდიტორია.
Related events