Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2019-11-22
Beginning HR
Address
26 ნოემბერს, 09:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის კონფერენცია "Making the most of Georgias Association to Horizon 2020" გაიმართება. 
ღონისძიება ორგანიზებულია ევროკომისიის, კვლევისა და ინოვაციების გენერალური დირექტორატისა (DG RTD)  და კომისიის განათლებისა და კულტურის გენერალური დირექტორატის (DG EAC) მიერ საქარველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროსთან ახლო თანამშრომლობით.
კონფერენცია მიზნად ისახავს შეაჯამოს საქართველოს მონაწილეობა H2020-ში 2016 წელს მასში გაერთიანებიდან მოყოლებული, ამავდროულად, მოიძიოს გზები და შესთავაზოს პრაქტიკული რჩევები ქართველი ინდივიდების მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებების წარმატების დონის გასაუმჯობესებლად. ეს უაღრესად ინტერაქტიული ღონისძიება უზრუნველყოფს ინფორმაციასა და სამუშაო სესიებს უპირატესობის გავრცელებისა და ჩართულობის გაფართოების შესახებ, ევროკავშირის ინოვაციების საბჭოს  გზამკვლევზე.  მისი შუადღის სესია ეძღვნება  მარი სკლოდოვსკა-კიურის მოქმედებებს (MSCA) პრაქტიკული ტრენინგით თემაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ უკეთ მომავალში MSCA მოწოდებები.
საქართველო  ჰორიზონტ 2020-ში 2016 წელს გაერთიანდა. საქართველოს მონაწილეობა ჰორიზონტი 2020-ის პროექტებში საუკეთესოა კავკასიის ქვეყნებს(სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) შორის, თუმცა ჩამორჩება უკრაინას, მოლდოვას და ბელორუსიას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (EaP) მასშტაბით. ქართველმა ინდივიდებმა 42-ჯერ მიიღეს მონაწილეობა 36-მდე ხელმოწერილ ერთობლივ გრანტებში, MSCA- ს, ევროპის სამეცნიერო საბჭოს (ERC) და მცირე და საშუალო საწარმოების (SME) ინსტრუმენტულ ქმედებებში ჰორიზონტი 2020-ის ფარგლებში, მიიღეს 3.7 მილიონი ევრო  ევროკავშირის პირდაპირი ფინანსური წვლილი, სადაც 0.2 მილიონი არის არა ევროკავშირის ბიუჯეტი ქართველი ბენეფიციარებისაგან.

 მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი N1,თსუ I კორპუსი, აუდიტორია 107.
Related events