Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2019-10-01
Beginning HR
Address
1-ლ ნოემბერს, 18:00 სთ-ზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი ფილოლოგის, მეცნიერის, თსუ პროფესორის მიხეილ ზანდუკელის 130 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე  გიორგი ტაბიძისა და მიხეილ კუპრავას რედაქტორობით გამოცემული მიხეილ ზანდუკელის ავტობიოგრაფიული წიგნის „ჩემი ცხოვრების გზაზე“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება თსუ მუზეუმის ფონდებში დაცული ქეთევან მაღალაშვილის მიერ შესრულებული მიხეილ ზანდუკელის პორტრეტი. ღონისძიებას თსუ სტუდენტები, პროფესორები, მიხეილ ზანდუკელის მემკვიდრეები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. 

მისამართი : ი. ჭავჭავაძის გამზირი N1, თსუ პირველი კორპუსი, მე-2 სართული, მუზეუმი

Related events