Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2019-10-31
Beginning HR
Address

31 ოქტომბერს, 18.00 საათზე,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში   გაიმართება თსუ ასოცირებული პროფესორის თამარ შარაბიძის წიგნების – „მოზაიკური სინთეზი: წერილები ვაჟა ფშაველაზე“ და  „ნიკოლოზ ბარათაშვილი – 12 ბიოგრაფია“ –  პრეზენტაცია. პირველ წიგნში მოზაიკური პრინციპით წარმოდგენილია ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ანალიზი; კომპლექსურად შესწავლილია მოვლენების ვაჟასეული სატირულ-იუმორისტული ხედვა, ქრისტიანულისა და მითოსურის ერთობა, ქრისტიანულ-მაჰმადიანური ურთიერთობები, ქრისტიანული სიყვარულის თემა, დამოკიდებულება ბუნებისადმი, მხატვრული პროზა, გლობალიზაციის პარადიგმა მე-19 საუკუნის ქართულ სააზროვნო სივრცეში,  მხატვრული ცნობიერების საკითხები, პოეტური სახისმეტყველება და ა.შ. წარმოდგენილი წერილები სისტემურ წარმოდგენას გვიქმნის მწერლის შემოქმედების შესახებ; გვაჩვენებს ვაჟას მხატვრული ტექსტის სხვადასხვა მხარეს, მის ცალკეულ ნიუანსებს; თუმცა, რა თქმა უნდა, არ ამოწურავს გენიოსი მწერლის მხატვრული შემოქმედების  კვლევას.

წიგნში _ „ნიკოლოზ ბარათაშვილი 12 ბიოგრაფია“ წარმოჩენილია ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის, მსოფლმხედველობისა და მხატვრული აზროვნების საკითხები; ნაჩვენებია, თუ როგორი ერთიანი და მთლიანია ბარათაშვილის პოეტური სახისმეტყველება, როგორ ერწყმის მწერლის ფილოსოფიური აზროვნება მის მხატვრულ სტილს;  კომპლექსურად შესწავლილია ბარათაშვილის ეპისტოლარული მემკვიდრეობა, ხელნაწერები, პუბლიკაციები, არმოღწეული თხზულებები, საზოგადოების დამოკიდებულება მწერლის მემკვიდრეობისადმი მისი სიკვდილის შემდგომ, ნიკოლოზ ბარათაშვილის მიმართება რუსულ და დასავლურ რომანტიზმთან და სხვ. ერთი სიტყვით, წარმოდგენილია ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებისა და  შემოქმედების სხვადასხვა რაკურსით კვლევა.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი  კორპუსი,   214-ე აუდიტორია.



 

Related events