Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2019-10-23
Beginning HR
Address
23 ოქტომბერს, 17:00 სთ-ზე,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის ინიციატივით გაიმართება „ვეფხისტყაოსნის“ გრაფიკული ვერსიის  განხილვა.  ეს გახლავთ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მხატვარ დავით მაჭავარიანისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ერთობლივი პროექტი. დამსწრე საზოგადოებას შეხვდებიან ავტორი დავით მაჭავარიანი და მწერალი სალომე ბენიძე, რომელმაც იმუშავა ტექსტის ადაპტირებაზე. ასევე გაიმართება წიგნის გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმობა „ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაშებს. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება უშუალოდ რუსთველისეულ  სიტყვიერ სამყაროში იმოგზაურონ.
 დასწრება თავისუფალია.

ისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი. 


Related events