Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2019-10-10
Beginning HR
Address

10 ოქტომბერს, 09.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება კონფერენცია და დისკუსია მრგვალ მაგიდასთან თემაზე: „ლექსიკოგრაფია გზის გასაყართან“. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 8-10 ოქტომბერს, უმასპინძლებს ლექსიკოგრაფიის ევროპული სამაგისტრო პრპოგრამის კონსორციუმის (EMLex – European Master in Lexicography, Erasmus Mundus) შეხვედრასა და კონფერენციას. 

რვა ევროპული უნივერსიტეტის კონსორციუმის მიერ შემუშავებული  უნიკალური სამაგისტრო პროგრამა (EMLex – European Master in Lexicography, Erasmus Mundus) 10 წელზე მეტია წარმატებით ასწავლის ლექსიკოგრაფიას სტუდენტთა საერთაშორისო კონტინგენტს და გასცემს ერთობლივ დიპლომს, რვა უნივერსიტეტის რექტორების ხელმოწერით . უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი კონსორციუმის ასოცირებული წევრი  2017 წელს  გახდა . თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრი ჩართულია სწავლების პროცესში, პროგრამაზე კი  უკვე სწავლობს ქართველი სტუდენტი სრული ევროპული დაფინანსებით.  


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 212-ე აუდიტორია.



Related events