Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2019-10-03
Beginning HR
Address
3 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?“ კრებულის პრეზენტაცია. 
საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი 2018 წლის 25-26 ივნისს თბილისში გაიმართა. პროექტის ორგანიზატორები იყვნენ: თსუ, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ARISC). ფორუმი გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით. 
 ფორუმის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და საერთაშორისო საზაფხულო სკოლა. სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენება წაიკითხა ოცზე მეტმა ქართველმა და უცხოელმა მეცნიერმა (მათ შორის სტივენ ჯონსმა (მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯი), ვინფრიდ ბაუმგარტმა (მაინცის უნივერსიტეტი), რონალდ სუნმა (მიჩიგანის უნივერსიტეტი), შარლ იურევიჩმა (INALCO, პარიზი), რიჩარდ ჰოვანესიანმა (ლოს ანჯელესის უნივერსიტეტი) და სხვა). საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა მიიღო 20 ქართველმა და უცხოელმა ახლგაზრდა მკვლევარმა და სტუდენტმა.  
სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული მოხსენების საფუძველზე მომზადდა სამეცნიერო ფორუმის კრებული. კრებული გამოიცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი #1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია. 

Related events