Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2019-09-27
Beginning HR
Address
27სექტემბერს, 16:00საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, ეკა ვარდოშვილის წიგნის: „ახალი ქართული ლიტერატურა და ევროპული მწერლობა“ პრეზენტაცია. 

მონოგრაფიაში ნაჩვენებია, თუ როგორ ვლინდება ევროპული ლიტერატურულ-სააზროვნო ტრადიციები და სახისმეტყველების ფორმები ახალ ქართულ ლიტერატურაში. საზოგადოდ, ქართული ლიტერატურათმცოდნეობის მნიშვნელოვანი ამოცანაა გათვალისწინება პარალელური მოტივებისა, რაც ეროვნული მწერლობის ზოგიერთ წყაროს გარკვევის საშუალებას იძლევა. 

მონოგრაფიის მიზანია, აჩვენოს მკითხველს, რომ ქართული კულტურა, თავისი არსით, ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილია. XIX საუკუნის ქართველი კლასიკოსები ჩართულნი არიან მსოფლიო ლიტერატურულ პროცესებში და თავისი წვლილი შეაქვთ მის განვითარებაში. წიგნი წარმოდგენილი იყო 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი N1 , თსუ პირველი კორპუსი, 202-ე აუდიტორია. 

Related events