Date
2019-09-24
Beginning
HR
Address
24 სექტემბერს, 11:00 საათზე, "მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019"-ის ფარგლებში თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა მართავს საერთაშორისო კონსორციუმის, EIFL-ის (Electronic Information for Libraries) ღია წვდომის პროგრამის მენეჯერის, ირინა კუჩმას, ტრენინგს თემაზე - სამეცნიერო კვლევის შედეგებზე ღია წვდომის პრინციპები და მათი როლი მეცნიერების განვითარებაში.
მოწვეული სპეციალისტი ისაუბრებს საჯარო და კერძო სექტორში სამეცნიერო პუბლიკაციებზე ღია წვდომის, როგორც მეცნიერებისა და განათლების განვითარების ხელშემწყობი პირობის შესახებ. კერძოდ:
- რას გულისხმობს ღია წვდომა
- როგორ მოვიძიოთ ღია წვდომაში არსებული სამეცნიერო ინფორმაცია
- როგორ გამოვაქვეყნოთ სამეცნიერო შრომა ღია წვდომის ჟურნალში ან რეპოზიტორიუმში
- ღია წვდომის მოძრაობის მიღწევები და პრობლემები - გეგმა S (Plan S) და მისი ზეგავლენა ქართული მეცნიერების განვითარებაზე აგრეთვე, სტუმარი დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებს საერთაშორისო გამოცდილებასა და სტანდარტებს.
- ამავე დღეს გაიმართება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ღია წვდომის ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია.
მის. მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი, N3, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა.
Related events