geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Date 2019-07-12
Beginning HR
Address

  12  ივლისს,  15:00  საათზე,   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტში  გაიმართება პროფ .  მარკ მედერედ ჯიმ აბადისათვის საპატიო დოქტორის წოდების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში  შეტანილი წვლილისათვის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 1 5 ივნისის დადგენილებით მონპელიეს უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორს მარკ მედერედ ჯიმ აბადის მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება .  საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ პროფ. მარკ მედერედ ჯიმ აბადი   წაიკითხავს საჯარო   ლექციას თემაზე:  „From ‘’Colon’’ to Professor @ the University: Scientific Path & Enjoyment“.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი #1, თსუ პირველი კორპუსი,   #107 აუდიტორია .


Related events