Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2019-05-30
Beginning HR
Address
30 მაისს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს სსიპ ტიციან ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის 43 საჯარო სკოლისა და ქალაქ ლუდვიგსბურგის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) გოტლიბ დაიმლერის სკოლის მოსწავლეთა გაცვლითი პროექტის "ორი ქვეყნის ერთი ამბავი" მონაწილეებს. ღონისძიება იმართება თსუ საბავშვო უნივერსიტეტის მრავალფეროვანი პროექტების ფარგლებში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხება ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს ისტორიულ-კულტურულ და საგანმანათლებლო ჭრილში. ღონისძიების მხარდამჭერია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის გერმანული ფილოლოგიის კათედრა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ-ის I კორპუსი, აუდიტორია N115. 

Related events