Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2019-01-11
Beginning HR
Address
11 იანვარს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპულ ბიზნეს ასოციაცია საქართველოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ლი მოაწერენ.

ხელშეკრულების თანახმად, მხარეები ხელს შეუწყობენ ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში ახალი თაობის პროფესიონალი კადრების აღზრდას, საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფას, პრაქტიკის ბაზის გაუმჯოობესებას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ლიტერატურის შექმნას, საჯარო ლექციების, სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენციების და სხვა ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას, კურსდამთავრებულთა დასაქმებასა და კარიერულ წინსვლას. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი

Related events