Date
2019-01-15
Beginning
HR
Address
15 იანვარს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ტარტუს (ესტონეთი) უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
ტარტუს უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვედრაზე მოგაწვდიან ინფორმაციას შემდეგი სახის საკითხებთან დაკავშირებით:
•სწავლის გაგრძელების პერსპექტივები მაგისტრატურის და სადოქტორო პროგრამებზე;
•როგორ შევავსოთ წარმატებული სააპლიკაციო განაცხადი;
•სტიპენდიები და დაფინანსებები;
•სტუდენტური ცხოვრება ტარტუში;
•დასაქმების პერსპექტივები.
დასწრება თავისუფალია.
შეხვედრას ჩაატარებს თსუ-ს კურსდამთავრებული, რაოდენობრივი ეკონომიკის მაგისტარტურის სტუდენტი ტარტუს უნივერსიტეტში ნინო ყავლაშვილი.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 101-ე აუდიტორია.
Related events