Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2018-12-28
Beginning HR
Address
28 დეკემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების, მიუნხენის და ნიუ-იორკის უნივერსიტეტების პროფესორის გია დვალის, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, თსუ პროფესორის დავით ლორთქიფანიძის და ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორის ზაალ კოკაიას ერთობლივი საჯარო ლექცია თემაზე „მიგრაცია: სამყარო, ადამიანი და ტვინი“.

ლექცია ტარდება უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს ფარგლებში და ორგანიზებულია ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების მიერ, რომლიც 2017 წლის 15 დეკემბერს აღდგა. ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება, რომელიც მიზნად ისახავს უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვას, აერთიანებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და მის მხარდამჭერებს.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი.
Related events