Date
2018-12-05
Beginning
HR
Address
5 დეკემბერს, 14.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტს (GIP) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და GIP დირექტორი კორნელი კაკაჩია მოაწერენ ხელს.
მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეების ერთობლივი ძალისხმევით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას, ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას, თსუ სტუდენტების ჩართულობას საჯარო ლექციებსა და საზაფხულო სკოლებში.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 109-ე აუდიტორია.
Related events