Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Date 2018-12-05
Beginning HR
Address
5 დეკემბერს, 15.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საერთაშორისო აუდიტორულ-საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომელსაც ხელს მოაწერენ თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, კომპანია „გრანთ თორნთონის“ მმართველი პარტნიორი/დირექტორი ვახტანგ ცაბაძე და დირექტორი ქეთევან ღამბაშიძე.

მემორანდუმის ფარგლებში, „გრანთ თორნთონის“ მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში, უზრუნველყოფს თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების პრაქტიკის ობიექტით და შემდგომში ხელს შეუწყობს წარჩინებული სტუდენტების დასაქმებას.

ასევე, მემორანდუმის ფარგლებში დაწესდება „გრანთ თორნთონის“ სახელობის სტიპენდია, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებული სტუდენტებისათვის.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 109-ე აუდიტორია..
Related events