Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2018-10-30
Beginning HR
Address
30 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევის - “შავიზღვისპირა ფუნქციური რეგიონი, მისი მიზიდულობის ცენტრები და კონკურენტული უპირატესობები” პრეზენტაცია გაიმართება.

გამოყენებითი კვლევა განხორციელდა თსუ-ს საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებისა და CRRC-საქართველოს მიერ, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის - ,,რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის“ (ARSD) ფარგლებში. აღნიშული პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ხელისუფლების შესაძლებლობების გაზრდას ქვეყნის რეგიონული განვითარების სტრატეგიულ დაგეგმვასა და განხორციელებაში. პროექტის თანადამფინანსებელია ა(ა)იპ სითი ინსტიტუტი საქართველო.

ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმობა კვლევის ანგარიშის პრეზენტაციას. შედეგებთან ერთად, ავტორები წარადგენენ რეკომენდაციებს ხელისუფლებისთვის. მეორე ნაწილში გაიმართება დისკუსია. სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად, პრეზენტაციას დაესწრებიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საქართველოში მოქმედი ფონდებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

კვლევის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, იხილეთ აბსტრაქტი.

მისმართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი #1, თსუ I კორპუსი, მე-2 სართული, სააქტო დარბაზის ფოიე.

Related events