Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2019-05-03
Beginning HR
Address
3 მაისს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს შორის შეთანხმება გაფორმდება. შეთანხმებას ხელს თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა და საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარე ნიკა ახალბედაშვილი მოაწერენ.  
შეთანხმების თანახმად, თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ექნებათ საქართველოს ნორმატიული აქტების ტექსტების ბეჭდურ ვერსიებზე წვდომის უკეთესი შესაძლებლობები. ამავე მიზნით, უნივერსიტეტის შენობაში განთავსდება საკანონმდებლო მაცნეს წიგნების თვითმომსახურების აპარატი, სადაც სტუდენტები, ასევე ნორმატიული აქტების ბეჭდური ვერსიებით დაინტერესებული სხვა პირები, შეძლებენ საკანონმდებლო მაცნეს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების ტექსტების შეძენას ხელმისაწვდომი პირობებით.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი

Related events