Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2019-05-06
Beginning HR
Address
6 მაისს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს „ქეთევან გოგილაშვილის სტომატოლოგიის ცენტრი ალბიუსს“, შპს ,,დენტექსი 95”-ს და შპს „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი, ხოლო შპს ,,სჯს დენტალ ჯორჯია“-ს შორის ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდება. ხელშეკრულებებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა, სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ დირექტორი ნანი თხელიძე, შპს „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი გია ლობჟანიძე, შპს ,,დენტექსი 95”-ის დირექტორი მერაბ გრძელიძე და შპს ,,სჯს დენტალ ჯორჯია“-ს დირექტორი ხათუნა დგებუაძე მოაწერენ ხელს. 
  ხელშეკრულებების თანახმად, თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები და რეზიდენტები სასწავლო კურსებს და მოდულებს გაივლიან საუნივერსიტეტო კლინიკებში, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო აღჭურვილობით, ადამიანური და სხვა აუცილებელი რესურსებით. თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, მაძიებლებისთვის და ახალგაზრდა ექიმებისათვის თანამედროვე სტანდარტის შესატყვისი სამედიცინო განათლების და პრაქტიკული უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შპს ,,სჯს დენტალ ჯორჯია“ თსუ-ს უსასყიდლოდ, საჩუქრად გადასცემს საიმპლანტაციო სისტემებსა და ფანტომებს.  სასწავლო ბაზად გამოიყენება შპს ,,დენტექს 95“-ის ტექნიკური ბაზა, სადაც ხორციელდება მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი უმაღლეს სამედიცინო განათლებაში სტუდენტთა მონაწილეობა შესაბამისი პროგრამებითა და მოდულებით.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი

Related events