Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2018-09-10
Beginning HR
Address
10 სექტემბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა -  „სტარტაპი“ გაიხსნება. ღონისძიებას თსუ რექტორი, გიორგი შარვაშიძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე და მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ნარმანია გახსნიან.

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა, რომლის ორგანიზატორები არიან თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი და კობლენცის (გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას  მიიღებენ ქართველი, გერმანელი და აზერბაიჯანელი სტუდენტები. ლექცია-სემინარების წასაკითხად მოწვეული არიან პროფესორები მაგდალენა შტულბი, გაბრიელა ვოლფი და სვენ ბინდერი კობლენცის უნივერსიტეტიდან. ლექციების შემდეგ გაიმართება დისკუსიები საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში სტარტაპების გამოცდილების შესახებ. საზაფხულო სკოლის მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოინახულონ თბილისში არსებული სხვადასხვა საწარმოები.

საზახულო სკოლის სამუშაო ენა არის ინგლისური. მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია 301.
Related events