Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2018-06-19
Beginning HR
Address
19 ივნისს, 17.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება დათა გულუას სახელობის პოეზიის კონკურსის „სიჭაბუკე და ლექსი ერთია“ დასკვნითი საღამო.

გამარჯვებული კონკურსანტების დაჯილდოვების ცერემონიალში მონაწილეობენ: ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ბაღათერ არაბული, ელგუჯა გვაზავა, დეკანოზი ბიძინა (გუნია), ბაკურ გულუა, მარინა თექთუმანიძე, ირმა ირემაძე, ლელა მელიქიშვილი, ქეთი ნიჟარაძე, გურამ ოდიშარია, ნანა ფარულავა, ირინა ქეცბა, ზურაბ ხონელიძე.

საღამოს უძღვებიან ელდინო საღარაძე და არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე). მხატვრულ პროგრამას წარმოადგენს ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის მუსიკოს-შემსრულებელთა ღია კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატი ახალგაზრდული სიმებიანი კვარტეტი. შესრულდება სულხან ცინცაძისა და ვაჟა აზარაშვილის საკვარტეტო მინიატიურები.

ღონისძიება აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის, საქართველოს მწერალთა კავშირისა და ჟურნალისტთა კავშირის ორგანიზებით იმართება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია.






Related events