Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2018-06-06
Beginning HR
Address
6 ივნისს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ლიტერატურულ-პუბლიცისტური კრებულის ,,დებიუტი” პრეზენტაცია გაიმართება.

კრებულში წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტთა პოეტური, პროზაული, პუბლიცისტური ნამუშევრები და თარგმანები. წიგნში ასევე ჩართულია თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ფერწერული ნამუშევრები.

პროექტმა 43 ნიჭიერი ახალგაზრდა გააერთიანა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით განხორციელდა. 

კრებულის ავტორი და რედაქტორია პროფესორი სალომე კაპანაძე. 

"დებიუტი"  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს
ეძღვნება.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია.
Related events