Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2018-05-24
Beginning HR
Address
24 მაისს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის - "გიორგი ბრწყინვალის ძეგლის დადება - კომენტარები" პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნი თსუ იურიდიული ფაკულტეტის ძველი ქართული სამართლის, რომანისტიკისა და სამართლის ისტორიის ინსტიტუტის ეგიდით გამოიცა.

ნაშრომი პირველი მცდელობაა ქართული სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი ძეგლის, გიორგი ბრწყინვალის „ძეგლის დადების“ მუხლობრივი, სამართლებრივი ხასიათის კომენტარის შექმნისა. იგი განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და ძველი ქართული სამართლებრივი კულტურით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის.

გამოცემის რედაქტორები არიან პროფესორი გიორგი დავითაშვილი და ნინო ჟვანია, ხოლო რეცენზენტები - ასოცირებული პროფესორი დავით ბოსტოღანაშვილი და ასისტენტ-პროფესორი სულხან ონიანი. კომენტარის ავტორები არიან თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე (პეტრე მელიქიშვილის სახელობის)აუდიტორია.
Related events