Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2018-05-08
Beginning HR
Address
8 მაისს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მორფოლოგიის ინსტიტუტში გაიმართება სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,ორგანოთა კონსერვაციის მეთოდები: დინამიკური და ჰისტომორფოლოგიური კვლევების ასპექტები“. ღონისძიებას დაესწრებიან თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი დიმიტრი კორძაია, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები.

კონფერენციის ფარგლებში გაიხსნება მედიცინის სფეროს ცნობილი წარმომადგენლების აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილისა და პროფესორ უჩა გაბუნიას ბიუსტები. ხოლო წარმატებული პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობისთვის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორები მერაბ კილაძე, გია ლობჟანიძე და ვლადიმერ მარგველაშვილი დაჯილდოვდებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საიუბილეო მედლით.

კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის  ფარგლებში.

მისამართი: ბელიაშვილის ქ. N 78.  თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტი, საკონფერენციო დარბაზი, II სართული.

Related events