Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2018-05-04
Beginning HR
Address
4 მაისს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თემაზე „საქართველო თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების პირისპირ“ ლექციას წაიკითახვს.

შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრი სტუდენტებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხებს. ლექციის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ რეგისტრაცია გაიარონ 10 მაისს კოჯორ-ტაბახმელაში დაგეგმილ ლაშქრობაში მონაწილეობის მისაღებად. თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით 10 მაისს კოჯორ - ტაბახმელაში ლაშქრობა გაიმართება, სადაც ეროვნული თავდაცვის აკადემიის, კადეტთა ლიცეუმისა და თსუ-ის სტუდენტები ტერიტორიაზე არსებულ სანგრებს დაათვალიერებენ. ისტორიკოსები და სამხედროები მათ სპეციალურ მაკეტს წარუდგენენ და 1921 წელს თბილისის შემოგარენში გამართული ბრძოლების ისტორიას დეტალურად გააცნობენ.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია

Related events