Date
2018-04-14
Beginning
HR
Address
14 აპრილს, 16:00 საათზე, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკში ,,დედაენის’’ დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება ლიტერატურა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და
შემოქმედების შესახებ, აგრეთვე ვიზუალური მასალა, რომელშიც ასახულია
,,დედაენის’’ პირველი გამოცემის სტრუქტურა. გამოიფინება ჟურნალების - ,,კვალისა’’ და ,,განათლების’’ ნომრები, სადაც საუბარია
მშობლიური ენის მნიშვნელობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ამასთან,
ცნობილი ქართველი პოეტების ,,დედაენისადმი’’ მიძღვნილი ლექსები.
საგამოფენო ექსპონატების ნახვა მსურველებს 1 თვის განმავლობაში შეეძლებათ.
მისამართი:მ.ალექსიძის II შესახვევი , №3, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
საგამოფენო ექსპონატების ნახვა მსურველებს 1 თვის განმავლობაში შეეძლებათ.
მისამართი:მ.ალექსიძის II შესახვევი , №3, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
Related events