Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2018-06-22
Beginning HR
Address
22 ივნისს, 12.30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ოლბანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლას (ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ცისკარიძე და ოლბანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის დეკანი დევიდ ჰოლთგრეივი მოაწერენ.

ხელშეკრულების თანახმად, მხარეები ითანამშრომლებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევისა და სწავლების სფეროში, ხელს შეუწყობენ  აკადემიური და საგანმანათლებლო რესურსების გაცვლას. კერძოდ, დაგეგმილია ერთობლივი კვლევის, ლექციების და დისკუსიების გამართვა; აკადემიური მასალებისა და პუბლიკაციების გაცვლა; ერთობლივი კვლევების ჩატარება; სტუდენტების და კურსდამთავრებულების გაცვლა კვლევისა და სწავლებისათვის.  

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 108-ე ოთახი.
Related events