Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2018-03-29
Beginning HR
Address
29 მარტს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფოტოგამოფენა - “სამშობლოსათვის“ გაიხსნება.

გამოფენა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით მოეწყობა. ღონისძიება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილე მეომრების წარმოჩენას ისახავს მიზნად. გამოფენა ეძღვნება იმ ადამიანებს, რომლებმაც ისტორიული კადრები სიცოცხლის რისკის ფასად შემოინახეს.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ვ.გზირიშვილის სახელობის 173-ე და გ.კიკნაძის სახელობის 182-ე საჯარო სკოლების მოსწავლეები, ასევე სამხედრო მოსამსახურეები, სტუდენტები და ვეტერანები.

მისამართი:ი.ჭავაჭავაძის გამზ.1, სააქტო დარბაზის ფოიე




Related events