Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2018-03-26
Beginning HR
Address
26 მარტს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლების შეხვედრა "1+4 პროგრამით" მოსარგებლე სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან.

შეხვედრაზე სტუდენტები/კურსდამთავრებულები დეტალურად გაეცნობიან ინფორმაციას სტაჟირების პროგრამის შესახებ და მასში მონაწილეობისთვის საჭირო პროცედურებთან დაკავშირებით.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროსთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით აცხადებს სტაჟირების პროგრამას „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (1+4 პროგრამით) მოსარგებლე პირებისათვის. სტაჟირების პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება და საბოლოო ჯამში, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ კონკურსის საფუძველზე ჩაერთონ სტაჟირების პროცესში. სპეციალურად შექმნილი კომისია უზრუნველყოფს სტაჟიორების შერჩევას შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია 07
Related events