Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2018-03-20
Beginning HR
Address
20 მარტს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის ინიციატივით, გაიმართება ქართველი მეცნიერისა და პედაგოგის, პროფესორ ფარნაოზ (ფარნა) მენთეშაშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე დაესწრება. საიუბილეო სხდომაზე პროფესორ ფარნაოზ (ფარნა) მენთეშაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრებენ პროფესორები ელენე ხარაბაძე, გედეონ ხელაია, როინ ქუტიძე, მერაბ ჯიქია, ნანა სრესელი, იზოლდა ჭილაძე, ანჟელი ხორავა, გიგა ღავთაძე, დალი სოლოღაშვილი, მარიამ ყარსიმაშვილი და სხვები.

მისამართი:თსუ-ის მე-10 (მაღლივი) კორპუსი, 206-ე აუდიტორია
Related events