Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2018-03-19
Beginning HR
Address
19 მარტს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და ბიომედიცინის ცენტრის დირექტორი დავით ნადარეიშვილი მოაწერენ.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები ხელს შეუწყობენ სიცოცხლის  შემსწავლელი დარგების მიმართულებებით განათლებისა და მეცნიერული კვლევის სფეროში ურთიერთობათა განვითარებას; უზრუნველყოფენ ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობას ერთობლივი გეგმიური, ასევე მსხვილმასშტაბიანი სამეცნიერო-კვლევითი და საგრანტო პროექტების განხორციელების მიზნით; ხელს შეუწყობენ ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების საშუალებით როგორც ტრადიციული, ასევე ახალი და უახლესი ინტერდისციპლინური დარგების და ქვედარგების განვითარებას საქართველოში და მიღებულ შედეგებს  წარმოაჩენენ საერთაშორისო მასშტაბით; ჩაატარებენ ერთობლივ სამეცნიერო კონფერენციებს; მოამზადებენ ერთობლივ სამეცნიერო პუბლიკაციებს მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში და გამოცემებში გამოსაქვეყნებლად.  

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი
Related events