Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2018-03-10
Beginning HR
Address
10 მარტს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში გაიხსნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა - ”ახმეტელები საქართველოსთვის”. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება გერმანიაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სრულუფლებიანი ელჩის ვლადიმერ (ლადო) ახმეტელისა და გერმანიაში მოღვაწე პოლიტიკური ემიგრანტის, ბრესლაუსა და ბერლინის უნივერსიტეტების პროფესორის, მიხეილ ახმეტელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და წერილობითი მასალა. ასევე, გამოიფინება გენერალ სტეფანე ახმეტელის და დამფუძნებელი კრების წევრის სიმონ (სიკო) ახმეტელის ფოტომასალა და მემორიალური ნივთები.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.13, თსუ VIII კორპუსი, თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმი






Related events