Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2018-02-21
Beginning HR
Address
21 თებერვალს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს“ (,,საუნივერსიტეტო კლინიკა”) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომელსაც ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა და „საუნივერსიტეტო კლინიკის“ გენერალური დირექტორი იოსებ ბრეგვაძე მოაწერენ.  

ხელშეკრულების საფუძველზე საუნივერსიტეტო კლინიკა უზრუნველყოფს თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების და რეზიდენტების მიერ სასწავლო კურსების გავლას. აღნიშნული კურსის გავლისას საუნივერსიტეტო კლინიკა უზრუნველყოფს მის მმართველობაში არსებული სამედიცინო აღჭურვილობის, ადამიანური და სხვა აუცილებელი რესურსების მონაწილეობას;

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, რექტორატი
Related events