Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2018-01-24
Beginning HR
Address
24 იანვარს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რამდენიმე წარმატებულ კერძო კომპანიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს ბანკს, UGT-ს, OK GROUP-ს, ნიკორა თრეიდს, თეგეტა მოტორსსა და ფინკა ბანკთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს.

თანამშრომლობა კერძო კომპანიების მხრიდან თსუ სტუდენტებისა და კურსდამთვრებულთათვის ვაკანსიების, სტაჟირებისა და პროფესიული განვითრების სხვა შესაძლებლობების შეთავაზებას ისახავს მიზნად.

უნივერსიტეტი უზრუნველყოფს დამსაქმებლისათვის საინტერესო სამიზნე კატეგორიებისათვის ინფორმაციის ეფექტურად და დროულად მიწოდებას, მის დახმარებას სტუდენტების ინფორმირებაში, სტუდენტებთან შეხვედრის ორგანიზებასა და სხვა სახის კომუნიკაციაში. დამსაქმებელი კი გაუზიარებს უნივერსიტეტს ყველანაირ ინფორმაციას კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობასთან, ამ თანამშრომლობის საფუძველზე დასაქმებულ თუ სტაჟირებაზე აყვანილ თსუ სტუდენტებთან დაკავშირებით.

მემორანდუმი უმაღლეს სასწავლებლებსა და პოტენციურ დამსაქმებლებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების დამატებით შესაძლებლობას იძლევა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი
Related events