Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2018-01-10
Beginning HR
Address
10 იანვარს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოება, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი გამოჩენილი ქართველი ფიზიოლოგის, აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის დაბადების 133 წლისთავისადმი მიძღვნილ სხდომას „ბერიტაშვილის კითხვანი“ გამართავს.

სხდომას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე გახსნის. სამეცნიერო მოხსენებას წარმოადგენს ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნარგიზ ნაჭყებია. მოხსენება ეძღვნება ძილ-ღვიძილის ციკლის ფიზიოლოგიის უახლეს საკითხებს.

სხდომაში მონაწილეობენ:ფიზიოლოგთა საზოგადოების, ნევროლოგთა საზოგადოების და ბიოლოგიის მეცნიერებათა სხვადასხვა ასოციაციის წევრები.

დასწრება თავისუფალია.

მისამრთი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია

Related events