Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2018-02-22
Beginning HR
Address
22 თებერვალს, 15:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის რიგით მე-15 ფორუმი გაიმართება თემაზე: "საჯარო მმართველობის კულტურის საკითხები საქართველოში და საერთაშორისო კონტექსტში".

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებათა წარმომადგენლები, საქართველოს უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ფორუმში ასევე მონაწილეობას მიიღებს გერმანიის შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი კარლ პეტერ ზომერმანი.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი რეგულარულად ატარებს ფორუმებს საჯარო დისკუსიის სახით სახელმწიფო მმართველობის აქტუალურ საკითხებზე. ფორუმის მიზანია, შედგეს დიალოგი მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს შორის მოცემული თემის საჭირბოროტო საკითხების ირგვლივ, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მოიძებნოს არსებული პრობლემების საუკეთესო გადაწყვეტის გზები და დაისახოს სამომავლო პერსპექტივები.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ-ს პირველ კორპუსი, აუდიტორია 06
Related events