Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

  

 

ბაგების საერთო საცხოვრებელი

 

396-ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი კომპლექსი ორი ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსისგან შედგება.ონლაინ ბიბლიოთეკა, კომპიუტერული რესურსცენტრი, სამრეცხაო,  და სხვა დამხმარე სახის ინფრასტრუქტურა.

საცხოვრებელ კორპუსში სასტუმროს ტიპის ორ ადგილიანი ბინებია. 

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 02 აგვისტოს N 151/02-01 ბრძანებით სტუდქალაქის შენაგანაწესში შევიდა შემდეგი ცვლილებები:

1. საცხოვრებელ ფართზე დროებითი ცხოვრების უფლება სტუდენტს, პროფესიულ სტუდენტს ან სხვა უფლებამოსილ პირს (აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე რიცხული პირი) ერთ საგანმანათლებლო საფეხურზე/საგანმანათლებლო პროგრამაზე (მათ შორის პროფესიული და სხვა საგანამანათლებლო პროგრამა) ენიჭება ერთჯერადად (შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხურის/საგანმანათლებლო პროგრამის ერთხელ გავლის/დასრულების მიზნებისათვის), არაუმეტეს ამ საგანამანათლებლო საფეხურის/საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის ვადით. მობინადრის ხელშეკრულების მოქმედების მაქსიმალური ვადა განისაზღვრება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული ვადის ფარგლებში (ხელშეკრულების ვადის გაგრძელება დასაშვებია ერთი დამატებითი სემეტრით, მობინადრის განცხადების საფუძველზე, ასევე დამატებით, კიდევ ერთი სემესტრის ვადით, მხოლოდ იმ მობინადრეებისთვის (სტუდენტებისთვის), რომელთაც შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების მიზნით, საგანმანანთლებლო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისათვის, დამამთავრებელ ეტაპზე, ესაჭიროებათ არაუმეტეს ერთი დამატებითი სემესტრისა).”.

2. მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება ხდება ონლაინ რეგისტრაციის შედეგებისა და რეგისტრაციაგავლილ სტუდენტთა მიერ, შესაბამისი დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის საფუძველზე, ქვემოთმოცემული კრიტერიუმების პრიორიტეტულობის მიხედვით:

ა) სტუდენტი, რომელიც ამავდროულად არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები;

ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა ოჯახების სოციალურეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი პირობითი ერთეულის მიხედვით არის 70000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა;

გ) უნივერსიტეტის სტუდქალაქში მაცხოვრებელი სტუდენტის და ან ძმა;

დ) სტუდენტი, რომელსაც გარდაცვლილი, ან უგზო-უკვლოდ დაკარგული ჰყავს დედა ან მამა;

ე) სტუდენტი, რომელიც ცხოვრობს მაღალმთიან რეგიონში;

ვ) სტუდენტი, რომელიც ცხოვრობს საზღვრისპირა რეგიონში;

ზ) სტუდენტი, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ან სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილის ოჯახის წევრი (შვილი);

თ) სტუდენტი, რომელიც არ მიეკუთვნება ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“, ,,ე“, ,,ვ“ ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ კატეგორიას.“.