პროექტ "თსუ დესპანის" დასავლეთის ტური დასრულებულია. პროექტზე მომუშავე გუნდის ორგანიზებით დასავლეთ საქართველოს ოთხ ქალაქში (ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი) უფროსკლასელთათვის ღია კარის დღეები გაიმართა. ღია კარის დღეებში ჩაერთო 70-ზე მეტი სკოლის 700-მდე სკოლის მოსწავლე. პროექტის მიზანს კი რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისათვის უნივერსიტეტის პროგრამებისა და სტუდენტური ცხოვრების გაცნობა წარმოადგენდა.
თსუ საბავშვო უნივერსიტეტისა და აბიტურიენტთა მოსამზადებელი სამსახურის ორგანიზებით ღია კარის დღეები აპრილის თვეში უკვე განხორციელდა მარნეულში, თელავში, გორში, სიღნაღსა და წნორში, სადაც 100-მდე საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.