Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამართლის კლუბი (8 კვირიანი კურსი) რეგისტრაცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტის სამართლის კლუბი სკოლის მოსწავლეებს (IX-დან XII კლასის ჩათვლით) აძლევს უნიკალურ შანსს მოისმინონ მათთვის ადაპტირებული ლექცია/საუბრები სამართლის სხვადასხვა მიმართულებით. მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა 8 კვირის განმავლობაში დაესწრონ ლექციებს. პროექტის ბოლოს კი ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
კურსს გაუძღვება ნიკა თომასიანი
განრიგი:
24 მარტი, პარასკევი, 16:00 საათი. თემა:  სამართლის არსი; სამართლის დარგები; საქართველოს კონსტიტუცია, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.
31 მარტი, პარასკევი, 16:00 საათი. თემა: სამოქალაქო სამართლის არსი და რეგულირების სფერო; 
7 აპრილი, პარასკევი, 16:00 საათი. თემა: ადმინისტრაციული სამართალი, საჯარო მართვა.
21 აპრილი, პარასკევი, 16:00 საათი. თემა: სისხლის სამართალი, დანაშაული და გამოძიებასთან დაკავშირებული ზოგადი საკითხები.
28 აპრილი, პარასკევი, 16:00 საათი. თემა: პოლიცია, პროკურატურა, ადვოკატურა და სასამართლო.
5 მაისი, პარასკევი, 16:00 საათი. თემა: ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, ძალადობის ფორმები, ჩაგვრა(ბულინგი), შემაკავებელი და დამცავი ორდერი.
19 მაისი, პარასკევი, 16:00 საათი.  ბავშვის უფლებათა კოდექსი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, არასრულწლოვანთა შრომის თავისუფლება.
2 ივნისი, პარასკევი, 16:00 საათი. შემაჯამებელი შეხვედრა.

>> სარეგისტრაციო ბმული << 
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვწერეთ: junior@tsu.ge