„პოლიტიკური განათლების სკოლა“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით აცხადებს მიღებას მესამე ნაკადზე. პროექტის მიზანია, მოსწავლეებში პოლიტიკური განათლების გავრცელება.
მოსწავლეები პროექტის ფარგლებში ჩაერთვებიან შემეცნებით-გასართობ აქტივობებში, ხოლო ყველაზე აქტიურ მონაწილეებს პროექტის ბოლოს გადაეცემათ სერტიფიკატები და საჩუქრები.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ X, XI, XII კლასის მოსწავლეებს.
შეხვედრები გაიმართება კვირაში ორჯერ - შაბათ-კვირას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
პროექტის ფარგლებში ვისაუბრებთ შემდეგ თემებზე:
- პოლიტიკა და განათლება, რატომ გვჭირდება პოლიტიკური განათლება;
- რატომ გვჭირდება სახელმწიფო?
- მმართველობის ფორმები და პოლიტიკური რეჟიმები;
- კონსტიტუცია - მოქალაქე და სახელმწიფო - საქართველოს პოლიტიკური სისტემა;
- ტერიტორიული მოწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობა;
- მემარჯვენე და მემარცხენე პოლიტიკური იდეოლოგიები;
- ჰარი პოტერი და პოლიტიკური იდეები;
- რატომ ვატარებთ არჩევნებს?
- რა უნდა ვიცოდეთ, სამოქალაქო საზოგადოებაზე;
- ადამიანის უფლებები და საზოგადოება;
- პოლიტიკური კომუნიკაცია;
- დეზინფორმაციის თეორია და პრაქტიკა;
- მონაცემთა ბაზების დამუშავება (ციფრული დემოკრატია);
- რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები - რა სურს რუსეთს?
- გლობალიზაცია და ევროპული საერთაშორისო ორგანიზაციები;
⭕ პროექტის განმავლობაში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოინახულონ სახელმწიფო ინსტიტუტები.
პროექტის ხანგრძლივობა: ერთი თვე.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი.
>> სარეგისტრაციო ბმული <<
პროექტში მონაწილეობა უფასოა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
📩 schoolofpoliticaleducation@gmail.com