თსუ საბავშვო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გამოწვევა-კონკურსი "ზღაპრის ტრანსფორმაცია" დასრულდა.
ათობით მოსწავლემ აირჩია შეთავაზებული ზღაპრებიდან („სამი გოჭის ზღაპარი“, „წითელქუდა“, „კომბლე“ და „ნაცარქექია“) ერთ-ერთი და შექმნა მისი თანამედროვე ტრანსფორმირებული ვერსია ჩანახატის, კომიქსის, ნახატისა თუ ვიდეოს სახით.
კონკურში ჩაერთო 200-ზე მეტი მოსწავლე და 50-ზე მეტი პედაგოგი.
ჩვენი გადაწყვეტილებით ზღაპრის ტრანსფორმაციის ყველა მონაწილე, რომელთა ნაშრომიც განთავსდა ჩვენს facebook გვერდზე, მიიღებს სამახსოვრო სერტიფიკატს.
გთხოვთ ელ.ფოსტაზე junior@tsu.ge მოგვწერეთ:
subject: ზღაპრის ტრანსფორმაცია
მონაწილის სახელი და გვარი
მადლობის სიგელი გაეგზავნება ყველა პედაგოგს, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა ჩვენთან და იყო ჩართული ამ გამოწვევაში.